"მოვიკრიბოთ ძალები და შევიკრიბოთ რუსთაველზე" - ოპოზიციამ მორიგი აქცია 19:00 საათზე დააანონსა

გამოქვეყნდა:

ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე დააანონსა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ყველას ვისაც სურს, დაამარცხოს რეჟიმი, აქვს შანსი, გავიდეს აქციაზე და საკუთარი ქმედებით შეძლოს ცვლილებების მიტანა ქვეყნისთვის.

"მინდა მოგიწოდოთ, რომ ძალები მოვიკრიბოთ 7 საათამდე. 7 საათზე ყველა ვიკრიბებით რუსთაველზე. ყველა ვინც დღეს აქციას შემოუერთდა და გარდა ამისა, ვთხოვ ყველას, რომ დღეს გამოვიდეს რუსთაველზე 7 საათზე. 

ვინც გვაკრიტიკებს ხშირ შემთხვევაში და ვისაც არ მოსწონს სტრატეგია, ეს რატომ არ ხდება ის რატომ არ ხდება?ახლა არის შანსი, რომ გამოვიდეს და თავისი ხელით დაამარცხოს რეჟიმი. მესმის, ძალიან დაიღალეთ 24 საათია ფეხზე ვართ, ნამგზავრი ბევრი... 7 საათზე რუსთაველზე! 

ჩვენი ცენტრალური ოფისის კარები ღიაა, გვექნება კოორდინაცია შტაბებთან. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ეს არ არის მოკლევადიანი ბრძოლა, არ არის პრინტი, არის მარათონი და ყველანი უნდა ვიყოთ შემართებით. ამიტომ ვისაც საკუთარი ხელით უნდა ბრძოლა და შეცვლა, ყველას ვეპატიჟებით დღეს 7 საათზე",-ამბობს ხატია დეკანოიძე. 

ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები უწყვეტ, მშვიდობიან პროტესტს განაგრძობენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებოდნენ, დილით კი იუსტიციის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. 

მოქალაქეების პროტესტის გამო, სახელმწიფო უწყებებთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული. გამთენიისას სამართალდამცველებმა, კანცელარიის მიმდებარედ რკინის ჯებირები განალაგეს. 

ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ოლიგარქ ივანიშვილის მიერ მიტაცებული არჩევნების დაბრუნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი