"ჩვენ რა შუაში ვართ, კაცო?!" | კობახიძე მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრების აგრესიაზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ რა შუაში ვართ, კაცო?!"  -  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანაზე ისაუბრა და თქვა, რომ კრიმინალების ე.წ. შუმოკი და მესამე პრეზიდენტის შეურაცხყოფა, სავარაუდოდ, "მის წარსულს უკავშირდება".

"შეიძლება ეს იყო სავარაუდო იქიდან გამომდინარე, თუ რა წარსული აკავშირებს მიხეილ სააკაშვილს ციხესთან ჩვენ რა შუაში ვართ კაცო. ჩვენ რა შუაში ვართ? გუშინ წამოსცდა მის თანაგუნდელს, რომ 2012 წლამდე გლდანის ციხე იყო წამების, არაადამიანური მოპყრობის ნამდვილი ბუდე და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის შემოქმდება და დღეს საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანმა 6-წლიანი სასჯელიც კი არ უნდა მოიხადოს[...] ეს რაც გითხარით არის მიხეილ სააკაშვილის აწმყო და მისი მომავალი. ხელოვნურად ნაცმოძრაობის ტელევიზიები ცდილობენ, შექმნან რაღაცა დღის წესრიგი, რომელიც არის აგებული სააკაშვილსა და მის პატიმრობაზე. სააკაშვილი არის 9500 პატიმრიდან ერთ-ერთი და მოიხდის სასჯელს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ამავე თემაზე:

გლდანის ციხის პატიმრების აგრესია მიხეილ სააკაშვილის მისამართით [ვიდეო] 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი