გახლდით გლდანის საავადმყოფოში, ასევე რეგულირების სააგენტომაც შეამოწმა. რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ გლდანის საავადმყოფოში შექმნილია ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, რეანიმაციის ბრიგადა მობილიზებულია... თუმცა, რა თქმა უნდა ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, მისი შესაძლებლობებიც, შესაძლოა, კიდევ დამატებით დახმარება დასჭირდეს.
თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გლდანის ციხის საავადმყოფოზე, სადაც გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებით გადაიყვანეს.