"სახალხო დამცველს და "ნაცმოძრაობის" დანარჩენ წარმომადგენლებს აქვთ ერთი და იგივე დღის წესრიგი. ერთადერთი მიზეზით უნდათ მათ სააკაშვილის რამენაირად სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე [...] ნინო ლომჯარია აჩვენებს, რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის, იმიტომ, რომ იყენებენ სიცრუისთვის, ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი".
თქვა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.