"სახალხო დამცველი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართული საზოგადოებისთვის. სახალხო დამცველი არის ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის, დემოკრატიული ღირებულებების დამცველი ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.დღეს მქონდა პატივი, რომ სახალხო დამცველის ადგილობრივ წარმომადგენელს შევხვედროდი. ბევრ სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის მათ საქმიანობაზე, რომელიც შეეხება სხვადასხვა კუთხით საქმიანობას - ბავშვთა უფლებების კუთხით, ქალების წინააღმდეგ ძალადობას და ა.შ. მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ყველა დემოკრატიისთვის. სახალხო დამცველის ოფისი თბილისსა და ბათუმში დაკომპლექტებულია თავდადებული პროფესიონალი ადამიანებით. ისინი უნდა შეაქონ და არა აკრიტიკონ".
- ამბობს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.