
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი თავისი განცხადებით ფაქტობრივად ამბობს, რომ მათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობა აქვთ დაგეგმილი.
ამ განცხადებით ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია ელენე ხოშტარიას მოწამვლაზე თათბირზე მსჯელობდა.
ხაბეიშვილმა პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდა, ვინაიდან მისი თქმით, მას ეჭვი აქვს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციონერი ლიდერის ლიკვიდაციას აპირებს.
ფაქტობრივად, აცხადებენ, რომ ვიღაცის მკვლელობა აქვთ დაგეგმილი, ოღონდ მერე დააბრალონ ოპოზიციას დაახლოებით ამას საუბრობენ. ჯერ სუს-მა მოგვიყვა, რომ ვიღაც უნდა მოკლან, ახლა ამბობენ, რომ თურმე თათბირებზე ამბობენ ამას[..]. ეს სიგიჟეა, ამ სიგიჟეს ლაპარაკობს, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, ეს მძიმე შემთხვევაც აღარაა, ტრაგიკულია ამის ყურება ყოველდღიურად, თუმცა მე მოვუწოდებ პროკურატურას, რომ ამაზე გამოძიება დაიწყოს. მე ეჭვი მაქვს, რომ ისინი აპირებენ ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ, რაიმე ფორმით ძალადობას ან მის ლიკვიდაციას და აქედანვე ამზადებენ, რომ ეს დაბრალდეს ოპოზიციას, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ამავე თემაზე: