
"ლელოს" ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, პარლამენტში ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მივიდნენ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე მე-7 დღეა, შიმშილობს.
მანანმდე კი პარტიამ კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რაც ელენე ხოშტარიას "სავარაუდო მოწამვლის სცენარს" ეხებოდა. პარტია ითხოვს, რომ კობახიძის განცხადებაზე "დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება".
ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო „სცენართან“ დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების აბსურდულობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, შესაბამისი უწყებები ვალდებულნი არიან დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურორს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნათა შესაბამისად დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს ყველაფერი არის მორიგი მძიმე პოლიტიკური სპეკულაცია და მმართველი პარტიის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი შფოთის და დაძაბულობის შემოიტანა. ასევე, პროკურატურის მხრიდან გამოძიების არდაწყების შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ის ემსახურება მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების'' ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, რომ "ოპოზიციის თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს".
ასევე იხილეთ: