"თანახმაა, პირადად წარსდგეს სამედიცინო ექსპერტიზაზე მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით" | სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

გამოქვეყნდა:

"თანახმაა, პირადად წარსდგეს სამედიცინო ექსპერტიზაზე მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით", - ამის შესახებ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ საუბრობს. 

როგორც გიორგი მიქელაძე ამბობს, პრეზიდენტმა ასევე თანხმობა განაცხადა პირადად წარდგეს ექსპერტიზის ჩატარების ფარგლებში, სამედიცინო შემოწმების მიზნით ექსპერტთან, მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. 

მიხეილ სააკაშვილი, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების თაობაზე, აქედან გამომდინარე არსებობს თუ არა მის სხეულზე რაიმე დაზიანების ჯანმრთლობის დაზიანების კვალი, საჭიროა ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა. მან ამის ჩატარებაზე გამოთქვა თანხმობა მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.

რაც შეეხება გამოკითხვას, ეს ვერ მოხერხდა, მოგეხსენებათ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში 
მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ გამოკითხვა წარმოებს ბარიერს მიღმა სპეციალური ტელეფონის მეშვეობით და როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია ამ ფორმით გამოკითხვის ჩატარება. ჩვენ ვმუშაობთ გამოკითხვის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე, რის შესახებაც დამატებით გეცნობებათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.

გამოძიება მზად იყო აღნიშნული ფორმითაც ჩაეტარებინა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა, რა თქმა უნდა, პირადად შეხვედრა და გამოკითხვა უფრო კომფორტულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ფორმითაც გამოძიება მზად იყო ჩაეტარებინა გამოკითხვა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა პენიტენიცურ დაწესებულებას მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, რათა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდეს მისი გამოთხოვა შესაბამისი დაწესებულებიდან, - ამბობს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი