"მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში არ გადაიყვანენ, რომ ის საზოგადოების წინაშე არ გამოჩნდეს" - დიტო საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

იუსტიციის სამინისტრო არ გადაიყვანს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო დარბაზში და შეეცდება ხელოვნური მიზეზის მოფიქრებას, იმისთვის რომ ხელისუფლებამ არ დაუშვას მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა საზოგადოებაში, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან ითხოვს მისი პროცესის ჩანიშვნას, ის არ ჩანიშნულა. 

მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების დღიდან ითხოვს სასამართლო პროცესის ჩანიშვნას, ჩვენ გვაქვს არაერთი წერილობითი მოთხოვნა ჩაბარებული სასამართლოსთვის და თითქმის ყოველ დღე ზეპირად ვაკეთებთ ასეთ განცხადებას, თუმცა ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ არ ჩანიშნა არცერთი სასამართლო პროცესი, ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა დაგვიანონსა, რომ მისი რეკომენდაციაა რომ 10 ნოემბერს სასამართლოში ჩასატარებელი პროცესი რომელიც მანამდე იყო განსაზღვრული არ უნდა გამართულიყო სასამართლოს შენობაში.

ამის შემდეგ ვნახეთ სასამართლოს გადაწყევტილება რომელმაც თქვა, რომ  უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლოს შენობაში და შესაბამისად დარბაზში მოხდეს პროცესის ჩატარება, მაგრამ მე მგონია, რომ იუსტიციის სამინისტრო არ მოახდენს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას და შეეცდება ხელოვნური მიზეზის მოფიქრებას, იმისთვის რომ ხელისუფლებამ არ დაუშვას მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა საზოგადოებაში და არ ქონდეს საზოგადოებას შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია და გზავნილი მიხეილ სააკაშვილისგან.

საქმის განხილვა არის ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე და გრძელდება სწორედ ამ ეტაპიდან, რაც შეეხება, იმას მოახერხებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესში მონაწილეობის მიღებას დღეს არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით ის შეძლებს სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებას - დიმიტრი საძაგლიშვილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი