"ბოლოს მოგიღებთ უწყვეტი, მზარდი პროტესტით და გაიძულებთ, დანიშნოთ არჩევნები" | ნიკა მელია "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

ბოლოს მოგიღებთ უწყვეტი, მზარდი პროტესტით და გაიძულებთ დანიშნოთ არჩევნები, გაიძულებთ! - ასე მიმართავს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია "ქართულ ოცნებას". 

როგორც მან Facebook-ზე დაწერა, ოპოზიცია სწორი ტაქტიკით იმოქმედებს და უწყვეტ პროტესტს მიმართავს. 

"ღამე შენობებთან თენება ამ ეტაპზე არაეფექტური მგონია. უნდა ვიმოქმედოთ დილიდან, მთელი დღის განმავლობაში დემორალიზებული და ძალოვნების იმედად დარჩენილი რეჟიმის გამოსაშიგნად. თქვენ ისეთი სილა გაარტყით ათიათასობით ადამიანს, რომ არ გეპატიებათ, არ შეგრჩებათ.

ის რაც გუშინ ქნეს, როცა პატიმრობაში მყოფი და 40 დღე ნაშიმშილარი პრეზიდენტი მოტყუებით, რომ საავადმყოფოში მიყავდათ კრიმინალის ბუდეში შეაგდეს, მასზე ძალა გამოიყენეს, ხელით შეეხენ, აგინეს, დაემუქრნენ - ეს როგორ შეგრჩებათ, როგორ გგონიათ! არ მოგცემთ შანსს სამოქალაქო დაპირისპირების მორევში ჩაძიროთ ქვეყანა და მერე უფროს ძმას თხოვოთ დახმარება როგორც ორჯონიკიძეებმა და მახარაძეებმა, - წერს ნიკა მელია. 

ნიკა მელიას განცხადება სრულად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი