არის უფრო სუსტად, არავითარ სამედიცინო დახმარებას არ იღებს - ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვიან ღამით პირადმა ექიმმა მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძე 24 საათიანი ლოდინის შემდეგ გლდანის ციხეში შეუშვეს. მედიკოსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ სახიფათოა.

მისთვის გამოკვლევები რამდენიმე დღეა არ ჩაუტარებიათ, შესაბამისად ექიმისთვის უცნობია როგორია მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები. მანამ, სანამ გლდანის 18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება, მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს.

"დღეს პირველად შევხვდი, ვილაპარაკეთ მის ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში. გამოიყურება მხნედ, მაგრამ გეტყვით, რომ არის სუსტად. გინდაც გადაადგილება, უფრო სუსტად არის, უფრო ნელა მოქმედებს, უფრო ნელა წერს. 

არავითარ სამედიცინო დახმარებას არ იღებს, იღებს მხოლოდ ერთ დასაწყნარებელ წამალს - დასაძინებელს და ასევე გლუკოზის აბებს, ხვალ არის ექსპერტიზა დანიშნული ზუსტად ამის გამო. ტესტები არ გაგვიკეთებია რამდენიმე დღეა, არ ვიცით სასიცოცხლო მაჩვენებელი რამდენი აქვს, ეს მიუღებელია, არ შეიძლება ასე, მით უმეტეს მოშიმშილე ავადმყოფში", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 41 დღეა შიმშილობს. დღეს, 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესია ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი