შიმშილობას ვწყვეტ, რომ მკურნალობის კურსი გავაგრძელო, დანებებას არ ვაპირებ - ირაკლი გოგუაძე

გამოქვეყნდა:

შიმშილობის მე-7 დღეს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, ირაკლი გოგუაძე შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ის პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდა. 

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გოგუაძე იძულებულია შეწყვიტოს შიმშილობა.

"მომიხსნეს ტკივილი და მოკლედ გამომიყვანეს მდგომარეობიდან. რაც შეეხება შიმშილობას, ვწყვეტ, იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებლად უნდა გავაგრძელო მკურნალობის კურსი. ჩემი მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში, ისეთ საავადმყოფოში სადაც დაცული იქნებოდა მისი სიცოცლხის და ჯანმრთელობის უფლება, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მოთხოვნა შესრულებული დღესაც არ არის და იგი ამ ეტაპზე უფრო ცუდ პირობებშია ვიდრე რუსთავის ციხეში იყო", - თქვა ირაკლი გოგუაძემ.

მისი თქმით, დანებებას არ აპირებს და პროტესტის სხვა ფორმას მოიფქირებს, რადგან ორგანიზმი შიმშილობის საშუალებას აღარ აძლევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი