ოპოზიცია დღეს, 11 საათზე, 4 სხვადასხვა ადგილზე აქციას გამართავს

გამოქვეყნდა:

დღეს, 10 ნოემბერს, 11:00 საათზე, ოპოზიცია 4 სხვადასხვა ადგილას საპროტესტო აქციას გამართავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ჯანდაცვის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო ეს ის დაწესებულებებია, სადაც საპროტესტო ტალღის მონაწილეები მივლენ. 

გარდა ამისა, ოპოზიციას გუშინ განგებ არ გაუმხელია მეოთხე ადგილი. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქციები იქნება უწყვეტი და ხელისუფლებას მაქსიმალურად შეუქმნიან დისკომფორტს. პროტესტის მონაწილეები პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, ისინი ასევე, არჩევნების "მიტაცებას" აპროტესტებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი