უმრავლესობის ყოფილი წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ

გამოქვეყნდა:

უმრავლესობიდან წასული დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. მათი თქმით, სასწორის პინაზე ქვეყნის მომავალი დევს და აუციელებლია, რომ 2020 არჩევნებზე პროპორციული მანდატები ჭარბობდეს. 

რაც არ უნდა მოხდეს, ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვაპირებ მხარი დავუჭირო ამ ცვლილებებს და ასევე ვთვლი, რომ ყველა პარლამენტის წევრს, რომელიც წლების განმავლობაში საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვდა და მით უმეტეს, ადამიანებს, ვისაც ეს ხელმოწერით აქვთ დადასტურებული, რომ ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ, ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ პირობის შესრულებაზე, - ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი. 

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, თუკი ხელისუფლება ბოლომდე არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება, თუმცა ეს მომენტი პარლამენტის სხვა წევრებს, მათ შორის ოპოზიციას, შეთანხმების თავისი ნაწილის შესრულებისგან არ ათავისუფლებს.

ვინმე თუ საუბრობს, რომ ჩავარდნის საფრთხე არსებობს, ეს არის ქართული ოცნება, თავის მხრივ, და თუ ქართულ ოცნებას აქვს განზრახული, რომ ჩააგდონ ცვლილებები, ეყოთ ვაჟკაცობა და გამოვიდნენ და თქვან, რომ რაღაცის გამო არ უჭერენ მხარს. თორემ მათი და ჩვენი, დამოუკიდებელი დეპუტატების ხმები სავსებით საკმარისია კანონის მიღებისთვის, - ამბობს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე ლევან კობერიძე. 

მისი მოსაზრებით, საარჩევნო ცვლილებების ჩავარდნაზე საუბარი, როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მხრიდან, პოლიტიკური სპეკულაციაა.  

  

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი