
"მოხდილი გაქ კორონა?"- ამ შეკითხვით მიმართა საპატრულოს უფროსმა ვაჟა სირაძემ ზურა ჯაფარიძეს სუს-თან მიმდინარე დაპირისპირებისას, სადაც პოლიცია აკავებს ყველას, ვინც ტერიტორიაზე გაივლის.
"მოხდილიც მაქ და აცრილიც" ვარ- უპასუხა ჯაფარიძემ სირაძეს.
სავარაუდოდ 10-ზე მეტი ადამიანი სამართალდამცველების მტკიცებით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვისაა დაკავებული.
დაკავებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს უსაფრთხოების სამსახურის ტერიტორიის გარდა, ჯანდაცვის სამინისტროსთანაც.