
შელაპარაკება ლევან ხაბეიშვილსა და თემურ კუპატაძეს შორის - ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილეს განმარტებები იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე, მის ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსთხოვა.
ხაბეიშვილის თქმით, კუპატაძე კორუმპირებულია, რის შედეგადაც ბოლო წლებში შსს-ს მაღალჩინოსნის ქონებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მან კითხვით მიმართა შსს-ს მაღალჩინოსანს, საიდან ფლობს მცხეთაში სახლს და მილიონიან ქონებას.
კუპატაძე კი განმარტავს, რომ აქვს სესხი და დანაზოგი, გარდა ამისა მისი ქონების შესახებ ყველაფერი მითითებულია დეკლარაციაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატი მის კორუმპირებულობას დაადასტურებს, ასეთი პირობა შესთავაზა:
"პირობა დავდოთ, შენ წადი პარლამენტიდან და პოლიტიკიდან, მე წავალ შსს-დან" - და მას "კამერებთან კეკლუცი ადამიანი" უწოდა.