
გორის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს უკრაინის თეატრალურ ფესტივალში მიღწეული წარმატებები მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა. მადლობის სიგელი გადაეცა, ასევე, ერისთავის თეატრალურ დასს.
უწყების ცნობით, გორის მერი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მხარდაჭერას დაჰპირდა.