ხვალ, 14:00 საათზე, გელოდებით ვაჟა-ფშაველას ძეგლთან - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ნიკა მელიას თქმით, დღეს, გომელაურის უწყებამ 46 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, რომელთა შორისაც დეპუტატები, პოლიტიკოსები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებიც არიან. მელიას განცხადებითვე, ოპოზიციას მასობრივი დაჭერები ვერ გააჩერებს და პროტესტი თანდათან კიდევ უფრო მძლავრი და მასშტაბური გახდება.