
წალენჯიხის ახლადარჩეული მერი, გია ხარჩილავა ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედებები მიმართულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხმა სამყაროს არ მისწვდეს. თუმცა, მისი თქმით, "ეს ხმა უფრო ძლიერია, ვიდრე სისტემის ხმა".
ყველაფერი არის მიმართული იქითკენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიმართლის გზა და ხმა არ მისწვდეს სამყაროს მაგრამ ის უკვე მიწვდენილია ყველა საშუალებით ცივილიზებული სასამართლო პროცესებით, გარედან პროტესტის ხმა აუცილებლად გაარღვევს იმ ბარიერებს, რასაც თუნდაც გადაყვანის მანიპულაციით და დღევანდელი შეფერხებებით ცდილობენ ეს ხმა ჩაახშონ, მაგრამ ეს ხმა უფრო ძლიერია, ვიდრე სისტემის ხმა და გაარღვევს ყველაფერს, - ამბობს გია ხარჩილავა.