ძალადობითა და მოტყუებით გადაყვანა გლდანში | მიხეილ სააკაშვილთან გამოსაკითხად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი შევიდა

გამოქვეყნდა:

გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან მისი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე და ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი ექსპერტიზისთვის შევიდნენ. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებითა და იძულებით გადაყვანას, ასევე მასზე განხორციელებულ ძალადობას.

ექსპერტიზას ასევე დაესწრება მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე. ინსპექტორის სამსახური და დაცვის მხარე ასევე მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის კადრებს, თუმცა ამ დრომდე მათ კადრები არ მიუღიათ.

შეთანხმებული ვართ პენიტენციურ დაწესებულებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა.შემოთავაზებულია ისეთი ფორმა, რაზეც ისინი თანხმობას აცხადებენ, ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია, რაც არ შექმნის იმ დისკომფორტს, როგორსაც გუშინ ჰქონდა ადგილი. დანიშნულია ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, მიხეილ სააკაშვილის მოწვეული სპეციალისტი. პირად ექიმზე, ნიკოლოზ ყიფშიძეზეა საუბარი, - თქვა ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა.

ცნობისთვის, საგამოძიებო მოქმედებები, გუშინ 9 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა გუშინ ვერ მოხერხდა, ვინაიდან დაცვის მხარის თქმით, მესამე პრეზიდენტთან კომუნიკაცია შესაბამისი არ იყო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი