თუ სასწაული მოხდა და გარკვეულმა ძალებმა არ დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, არჩევნები ძველი წესით ჩატარდება - კალაძე

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებელი დეპუტატების იმედზეა და ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ენმ-სა და ევროპული საქართველოს გარეშეც გავა. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რურუას გათავისუფლება არ გათავისუფლების საკითხი მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა და ოპოზიცია საკითხით მანიპულირებას ცდილობს. 

თუკი არ მოხდა და ხელი რაღაცნაირად შეეშალა და კიდევ ვიღაც აღმოჩნდა, ვინც მხარს არ დაუჭერს მოხდება ის რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული არ იქნება, პასუხისმგებლობა ვის ეკისრება საზოგადოებისთვის ნათელია, - ამბობს ვოლსკი. 

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პატიმრების გათავისუფლების შესახებ 8 მარტის შეთანხმებაში საუბარი არ ყოფილა. 

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კი ამბობს, რომ მხოლოდ სასწაული შეიძლება მოხდეს, რომ 2020 წლისთვის ახალი საარჩევნო სისტემის მიღების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს და თუ ეს სასწაული მოხდა, მაშინ არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება. 

"მე, როგორც პარტიის გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ გიდასტურებთ სრულ მზადყოფნას, რომ ჩვენი მხრიდან იქნება სრული მზადყოფნა, მონაწილეობას მიიღებს ყველა დეპუტატი და ცვლილება განხორციელდება. შეიძლება სასწაული მოხდეს და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა არ დაუჭირეს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაშინ არჩევნების ჩატარება მოგვიწევს არსებული სისტემით, - განაცხადა კალაძემ.

როგორც ცნობილია, იქამდე, ვიდრე გიორგი რურუა ციხეში რჩება, ოპოზიციური ერთობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.  

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი