
ეს არის კრემლის რუპორი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ტვ პირველის და მთავარი არხის კადრებს აზიარებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამხელა მიტინგია საქარველოში და როგორი დიდია დაძაბულობა - ასე ეხმაურება გია ვოლსკი რუსული პროპაგანდისტული ტელეეთერით, საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფას, ვოლსკი ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ მოლოდინი არც უნდა გვქონდეს:
"თქვენ ნახეთ ქართულ დროშაზე რო იდგა ხო? სხვა დროშაზე არ გინახავთ? მაგალითად რუსულ დროშაზე...ამ პროკრემლური და აგრესიული არხისაგან რას მოველით, ქართული დროშის პატივისცემას მოველით თუ რა. ასეთი ფორმატი აქვთ სულელური მე ვიტყოდი, თუმცა იქ რუსულ დროშაზეც იდგნენ და სხვა ქვეყნების დროშაზეც, მაგრამ ჩვენ ქართული დროშა გვტკივა" ამბობს ვოლსკი
მიხეილ სააკაშვილის ციხის კადრებით ბედნიერი და საქართველოს დროშაზე ფეხით შემდგარი რუსული არხის წამყვანები: