მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან თავისუფლად შეხვედრის, ასევე სრულფასოვანი იურიდიული და სამედიცინო დახმარების მიღების უფლებები დარღვეულია - ამის შესახებ საუბარია უკრაინის ბიზნეს ასოციაციის ოფიციალურ წერილში, რომლის ადრესატები არიან გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, ეუთოს ხელმძღვანელი ანა ლინდე, უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენელი მაატი მაზიკასი და აშშ-ს წარმომადგენელი კრისტინა კვიენი.
უკრაინელი ბიზნესმენები მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებების დასაცავად დახმარების თხოვნით მიმართავენ.
წერილში ასევე საუბარია რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოსა და უკრაინის ბიზნეს კლიმატზე და ორივე ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.