შიმშილობის მე-8 დღეს, ელენე ხოშტარია დედამ მოინახულა. ირინა გუნცაძე ამბობს, რომ შვილის მდგომარეობაზე ღელავს, თუმცა ამბობს, რომ თავადაც მის ადგილას ასე მოიქცეოდა:
"რა თქმა უნდა ძალიან ვღელავ, არ ვიცი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს. ძალიან მინდა, რომ არ იშიმშილოს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია, მართალი გითხრათ მეც რომ ვყოფილიყავი იგივეს გავაკეთებდი.
რაღაცა საშინელება ხდება ამიტომ ვერ ვეუბნები ჩემს შვილს. ვხედავ რომ რაციონალურად მსჯელობს, ვხედავ რომ არ არის ისეთი ემოციური როგორც ზოგიერთი პოლიტიკური მოშიმშილეები არიან ხოლმე. მჯერა ჩემი შვილის, არ მჯერა უბრალოდ ამათი, რომ ადამიანი, რომელიც შიმშილობს ამდენი ხანი, არ გადაიყვანონ კლინიკაში, ექიმების კონსილიუმის რეკომენდაცია არ გაითვალისწინონ, ეს მართლა გაუგებარია" - ამბობს ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში კვირაზე მეტია, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.