სად არის ივანიშვილი | გავრცელებული ცნობით, ოლიგარქი თავშესაფარს აშშ-ში ეძებს

გამოქვეყნდა:

სად არის ოლიგარქი ივანიშვილი?! არჩევნების ტოტალური გაყალბების, მესამე პრეზიდენტის დატყვევებისა და მასშტაბური სახალხო პროტესტის ფონზე, ქვეყნის არაფორმალური მმართველი უკვე 10 დღეა არ გამოჩენილა.

"მთავარის" ინფორმაციით, უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის დროს, ივანიშვილი მშობლიურ ჭორვილას აფარებდა თავს, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ აწვდიდნენ მას ინფორმაციას, რამდენიმე დღე იყო თბილისში თუმცა დღეს რეალობა რადიკალურად შეიცვალა.

გავრცელებული ცნობით, ოლიგარქმა საქართველოდ დატოვა. "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს დაადასტუროს ან უარყოს მილიარდერის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი