იმედია, საქართველოს მთავრობას ეყოფა საღი აზრი და საბოლოოდ არ შეაგდებს სასწორზე ქვეყნის ყოფნა/არ ყოფნის საკითხს - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, ვიმედოვნებთ, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, ეყოფა საღი აზრი, გამბედაობა და საბოლოოდ არ შეაგდებს სასწორზე ქვეყნის ყოფნა/არ ყოფნის საკითხს და არ მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ამ კონვენციის მონაწილეთაგან იღებს მხოლოდ რუსეთი.

გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ ის ვალდებულია. რაც შეეხება სააკაშვილს, მას ასეთი ვალდებულება არ აქვს, ამიტომაც მოუწოდებს და არ ავალდებულებს, თუმცა ხვალ მასთან ვისაუბრებთ და შევეცდებით, რომ ეს ნაწილი სიტუაციის ამოიწუროს, თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური მოქმედების გარანტია უნდა გვქონდეს".

- თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ დააკმაყოფილა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი