ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში დიდი ოდენობით კონტრაბანდა შემოდის

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში დიდი ოდენობით კონტრაბანდული პროდუქცია შემოდის - ამ ფაქტს საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს, თუმცა აღნიშნულ თემაზე ოკუპანტები ღიად საუბრობენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ახლადარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა საქართველოში მიმავალი კონტრაბანდის თაობაზე დეპუტატებთან შეხვედრისას ისაუბრა.

აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის კონტრაბანდა გააქვთ. მათ შორის, დაახლოებით 12 ათასი ტონა თხილეული. ეს თანხა კი სრულად იმ ადამიანების ჯიბეში ხვდება, ვინც კონტრაბანდით არის დაკავებული. ჩემთვის გაუგებარია, ამ ადამიანებმა სახელმწიფოსგან მალულად რატომ უნდა იმუშაონ, - ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების პრეზიდენტი. 

ასლან ბჟანია ითხოვს, რომ აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე სრული კონტროლი  დაწესდეს და საქართველოში კონტრაბანდული ტვირთის გატანა სამუდამოდ დასრულდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი