პროტესტი გრძელდება - 14:00 საათზე ოპოზიცია ვაჟა-ფშაველას ძეგლთან აქციას გამართავს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის უწყვეტი პროტესტი გრძელდება - დემონსტრაცია დღეს ზუსტად 14:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გაიმართება. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელიამ მოქალაქეებსაც მიმართა და თქვა, რომ დემონსტრაციებზე უნდა მივიდეს ყველა, ვისაც მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება ახლა რუსეთისა და ბელარუსის სცენარს ავითარებს.

ცნობისთვის, გუშინ, ოპოზიციის მიერ სამ ადგილას გამართულ აქციაზე, დაახლოებით ნახევარ საათში პოლიციმ 46 პირი დააკავა, მათ შორის არიან პოლიტიკოსები და აქტივისტებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი