ადამიანი გადის მოწამეობრივ გზას, მოვითხოვთ შეწყდეს მასზე ასეთი ზეწოლა, სასტიკი და წამების ტოლფასი - ექიმების აქცია აშშ-ს საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გაიმართა.
მედიკოსები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე იქ, სადაც ახლა ის არის, საფრთხეშია, რადგან გლდანის ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს.
სპეციალური წერილი გაავრცელა კლინიკების ასოციაციამაც და კელი დეგნანს მიმართა.
ასოციაცია ელჩს მიხელ სააკაშვილის სამოქალაქო პოლიპროფილურ კლინიკაში გადასაყვანად დახმარებას სთხოვს. ასევე, მიმართავს თხოვნით, სანამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, აქტიურად ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონგრესი, აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და ამერიკის სამედიცინო საზოგადოება.