გახარიას გაშვება დროის საკითხია - ლევან ბეჟაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი, მთავარი არხის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გახარიას დღეს თანამდებობიდან გაშვება არაფერს შეცვლის და ქართველი ხალხი ოცნების ხელისუფლებას განაჩენს ოქტომბრის არჩევნებზე გამოუტანს. 

ბოლო პერიოდის განმავლობაში აღნიშნული საკითხი ხშირად განიხილებოდა სახელისუფლებო კულუარებში. ფაქტია, რომ პანდემიამ ამ საკითხის აქტუალიზაცია გარკვეული დროით გადადო, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლა ძლიერდება, ქართული საზოგადოების მხრიდან საყოველთაო უკმაყოფილება სულ უფრო ხშირად გამოიხატება, ამიტომ გახარიას გაშვების საკითხი არის დროის თემა, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.  

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესები ერთი ადამიანის მმართველობის შედეგია.

ივანიშვილი გადაწყვეტს და ისე იზამს, როგორც კვირიკაშვილზე ქნა ან ადრე ღარიბაშვილზე. ადგეს და დღეს გახარია გადააყენოს, ხვალ სხვა ვინმე დანიშნოს, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე

ეკა ბესელიას მოსაზრებით, ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება დღეს შეიძლება პრემიერ მინისტრის პოსტზე კვლავ ივანიშვილის დაბრუნება იყოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი