ბიძინა დაჩმორებულ მიშას ვერ ეღირსა და ვერც ეღირსება! - ნანუკა ჟორჟოლიანი გავრცელებულ კადრებზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროებას ეხმაურება, რომელიც მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად შესახლებას ასახავს.

"სიტყვებს ვერ ვპოულობ! სიბრაზე მახრჩობს! კლავენ რა. მიზანმიმართულად კლავენ და ცდილობენ მანამდე მორალურად გატეხონ რაც არ გამოსდით!

ბიძინა დაჩმორებულ მიშას ვერ ეღირსა და ვერც ეღირსება !", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად შესახლების კადრები გაავრცელა.  კადრებში კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ბადრაგის თანამშრომლები მესამე პრეზიდენტზე. კადრებში ასევე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოხეული აქვს ტანსაცმელი და პენიტენციურის თანამშრომლები მას დამამცირებლად და ძალადობრივად ექცევიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი