ჩანს ძალადობა დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მოტყუებით გადაიყვანეს - ნიკა მელია კადრებზე

გამოქვეყნდა:

იქ ჩანს ძალადობა დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მოტყუებით გადაიყვანეს იქ, სადაც მისი გადაყვანა არ შეიძლებოდა - პენიტენციურის გავრცელებულ ვიდეოკადრებს ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია ეხმაურება:  

"პენიტენციური  უწყების მიერ გავრცელებული კადრები არის იძულებითი ნაბიჯი მათ მიერ გადადგმული. მათ იცოდნენ, რომ სხვადსხვა გზით, ადრე თუ გვიან ეს კადრები გავრცელდებოდა. ისიც იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მოუწევდათ ამ ვიდეოკადრების მიწოდა დასტურად იმისა, როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი რეალურად ძალადობით შეყვანილი გლდანის ციხეში და ურთულესი დილემის წინაშე მდგომმა ოცნების რეჟიმმა, მიიღო გადაწყვეტილება მათთვის ძალიან მტკივნეული, რომ თავად გაევრცელებინათ ეს კადრები" ამბობს მელია 

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად გადაყვანის კადრები გაავრცელა.  კადრებში კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ბადრაგის თანამშრომლები მესამე პრეზიდენტზე. კადრებში ასევე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოხეული აქვს ტანსაცმელი და პენიტენციურის თანამშრომლები მას დამამცირებლად და ძალადობრივად ექცევიან.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი