როცა შენს "მტერს" ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! - გახარია კადრების გავრცელებაზე

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვს" ლიდერი, გიორგი გახარია იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის კადრების გავრცელებას ეხმაურება.

გახარია Facebook-ზე წერს, რომ "ოცნება" საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან დამარცხებულია.

"როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ!

დამარცხებული - საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!", - წერს გიორგი გახარია. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად გადაყვანის კადრები გაავრცელა.  კადრებში კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ბადრაგის თანამშრომლები მესამე პრეზიდენტზე. კადრებში ასევე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოხეული აქვს ტანსაცმელი და პენიტენციურის თანამშრომლები მას დამამცირებლად და ძალადობრივად ექცევიან.  ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი