სუს-თან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თავი გაუტეხეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსიდან დაუდგენელმა პირმა სავარაუდოდ ქვა ისროლა, რომელიც შუახნის მამაკაცს მოხვდა.
ოპოზიციის აქციამ უსაფრთხოების სამსახურთან რამდენიმე წუთის წინ გადაინაცვლა.