მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი უფლებადამცველი ნიკა გვარამია მივიდა. მან კომენტარი გააკეთა მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, რომლის ამსახველი ვიდეოკადრებიც, თავად პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა:
"ჩვენ რაც დღეს ვნახეთ, ზუსტი მტკიცებულებაა იმის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, თუმცა ეს კადრები არ არის უწყვეტი კადრები და მთავარი ძალადობის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის ამოჭრილი. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით - "არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა", ზუსტად ეგრე იყო და ეს პარადიგმა მარტო ჩემ თავში კი არ გაცოცხლდა, ვაჟას უკვდავი სიტყვები, ყველა ქართველში გაცოცხლდა, მათ შორის თქვენს მომხრეებშიც, ქართულ ოცნებას მივმართავ.
ეს პარადგიმა ძალიან მძლავრია და ქართველები ბავშვობიდან ვსწავლობთ ამ პარადიგმას და ყოველთვის არწივის მხარეს ვართ. არწივი არის მიხეილ სააკაშვილი.
პირველად ვიტყვი ჩემს ცხოვრებაში ჩემს პოზიციას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვფიქრობ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფარი. მიხეილ სააკაშვილი არის ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილმა თავისი შიმშილობით ეს სახელმწიფო კვლავ გააღვიძა, ეს კადრები რაც გამოქვეყნდა უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მიზნად ისახავს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი იმიტომ, რომ როგორც კი ვიწყებთ ჩვენ საუბარს სიტუაციის სტაბილიზაციზე და მისი გადარჩენის გზებზე, იწყება დეზინფორმაცია რომ ის ჭამს, მერე აქვეყნებენ კადრებს, სადაც თითქოს უკვე ფაფას კი არა მწვადებს ჭამს და რა თქმა უნდა უკურეაქცია აქვს ყოველთვის ამაზე მძევალს, მიხეილ სააკაშვილს და კიდევ უფრო მძიმდება მისი მდგომარეობა.
ახლა ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ სტრასბურგის მოწოდების შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდების შემდეგ უკვე ვიხილავთ იმ ვარიანტს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ ვითარებიდან ღირსეულად და პირველ რიგში ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ამიტომაც არის ეს კადრები გამოქვეყნებული, სხვა ახსნა არ აქვს იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლებისთვის უმძიმესად წამგებიანი კადრები და ეს კადრები მიზნად ისახავს უკვე არა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს, არამედ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის შემდეგ, ამ ქვეყნის განადგურებას და დასრულებას და ერთ მშვენიერ დილას ყველამ რომ გავიღვიძოთ რუსული ტანკებით სავსე თბილისში. ამიტომ, მე მგონია რომ მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ამ სახელმწიფოს დამფუძნებელმა კვლავ უნდა დააფუძნოს ეს სახელმწიფო, პირდაპირ ვამბობ ამას და გადაარჩინოს რუსეთის მიერ დაპყრობისგან. ეს ჩემი პოზიციაა პირადი, რასაც მე მიშას ვეტყვი აუცილებლად.
შიმშილობა იყო ინსტრუმენტი. როცა ეს ინსტრუმენტი, ბრძოლის ეს ფორმა მუშაობს, ის მუშაობს, მაგრამ თუ ბრძოლის ეს ფორმა მიშასა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმუშავებს, ვფიქრობ, რომ დროა დავიწყოთ მუშაობა ამ ინსტრუმენტის გადახედვასა და ჩანაცვლებაზე" ამბობს ნიკა გვარამია.