რატომღაც მგონია, რომ თქვენ როგორც ჟურნალისტი კი არ მესაუბრებით, მესაუბრებით, როგორც დაინტერესებული მხარე, როგორც ბოკუჩავა, ან წითლიძე....რატო ნერვიულობთ, გაგცემთ პასუხს...სააკაშვილი ვითომ ხელს ურტყამს რას ნიშნავს? - პენიტენციურის გამოქვეყნებულმა კადრებმა და ამასთან დაკავშირებით დასმულმა კითხვებმა "ქართული ოცნების" წევრები გააღიზიანა.
ალუდა ღუდუშაური ჯერ ჟურნალისტებს დაუპირისპირდა, შემდეგ კი ძალადობაში თავად მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა:
"თქვენ ხედავთ, რომ კადრებში როგორ პირდაპირ უაპელაციოდ ძალადობს და ხელს ურტყამს მიხეილს სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და მაშინ, როცა ეს ადამიანები ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე" ამბობს ღუდუშაური.