"გადაიყვანეთ სააკაშვილი ქალაქის ჰოსპიტალში" - ბანერი ზუგდიდის ცენტრში "დროას" ოფისიდან, პარტიის წარმომადგენელმა გადაკიდეს.
პროტესტის ამ ფორმით ოპოზიციის წევრებმა გამოხატეს მოთხოვნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ, სადაც მას სამედიცინო მომსახურების მიღება სრულფასოვნად შეეძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში კარვების გაშლასა და პიკეტირების დაწყებას აპირებს.
"ოცნების" ხელისუფლებამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 42-ე დღეა, შიმშილობს.
ავტორი: ემა გოგოხია