ვიდეოჩანაწერი მოწმობს მიხეილ სააკაშვილის წამებასა და შეურაცხყოფას - უკრაინის სახალხო დამცველი

გამოქვეყნდა:

ვიდეოჩანაწერი მოწმობს მიხეილ სააკაშვილის წამებასა და შეურაცხყოფას, რაც ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის უხეში დარღვევაა - წერს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, რომლის ამსახველი ვიდეოკადრებიც დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

ლუდმილა დენისოვა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებს მიმართავს.

დენისოვა წერს, რომ პენიტენციურმა დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი და გაეროს კონვენციის 1-ლი მუხლი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ.

დენისოვა მოუწოდებს გაეროს წამების კომიტეტს და წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტს, მოახდინოს რეაგირება უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე გლდანის N18 დაწესებულებაში.

დენისოვა თავის ქართველ კოლეგას, ნინო ლომჯარიას ასევე მოუწოდებს, "საფუძვლიანად გამოიძიოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ მისი პირადი უსაფრთხოებისა და წამებისგან დაცვის გარემოებები".

"საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვ მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას იმ საავადმყოფოში, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო დახმარების სტანდარტებს ექიმთა კონსილიუმის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით."- ნათქვამია ლუდმილა დენისოვას განცხადებაში.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად დღეს გაავრცელა. მასალაში კარგად ჩანს მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან.

იხილეთ:


 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი