ევროპულმა საქართველომ ფიანდაზები დაუგო და "სატოპკეები აუგდო" პრემიერს - დავით ჭიჭინაძე

გამოქვეყნდა:

პრემიერის მოსმენისას "ევროპული საქართველოსგან" მწვავე კითხვები არ დასმულა - ამ თემაზე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე "დღის სტუმარში" საუბრობს.

"ევროპულმა საქართველომ" როგორი ფიანდაზები დაუგო და ჟარგონით რომ ვთქვა, რა "სატოპკეები აუგდო". შეხედეთ პირველ მოსმენას, როგორი ხორხოცით და როგორი ერთმანეთის მოფერებით მიდიოდა... მეორედ რომ იყო მოსული, თვითონაც მიხვდნენ, ისეთი ტკბილი საუბარი ჰქონდათ იმ 11 საათის განმავლობაში, რომ საზოგადოებაც დაღალეს და ყველაც დაღალეს, - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი.   

დავით ჭიჭინაძე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც "ევროპული საქართველო" "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო და ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი და "ევროპული საქართველო" ძალიან შეხმატკბილებულად თანამშრომლობდნენ. მისი თქმით, ყველა ბიზნესი, რომელიც "ევროპულ საქართველოს" აქვს, ახლაც მუშაობს და შეცვლილი მხოლოდ მათსა და მთავრობას შორის გაყოფის პროპორციაა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ასევე საუბრობს ნიკა მელიაზე, როგორც ერთადერთ ადამიანზე, ვისაც "ქართული ოცნება" ვერ მოერია და ვინც მათ წინააღმდეგობას უწევს. მისი თქმით, ნიკა მელიას პარლამენტში ყოფნა ოცნებამ ვერ აიტანა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი