"ხვალ, 14:00 საათზე ვიკრიბებით 300 არაგველისა და დიდუბის მეტროსთან, ბრძოლა გამარჯვებამდე!" | ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"დიდი გამარჯვებები ასე მოდის, დიდი ძალისხმევის, მოთმენისა და არაძალადობრივი, ხანგრძლივი მწვავე პროტესტით. ამიტომ, გეგმა უცვლელია გამარჯვებამდე" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. 

მელიამ ხვალ, 12 ნოემბერს, 14:00 საათზე, საპროტესტო აქცია ორ ადგილას - 300 არაგველისა და დიდუბის მეტროებთან დააანონსა.  

უკვე ყველანი საათობრივად ვრწმუნდებით, რომ თავის შედეგს იღებს და ვრწმუნდებით, რომ ეს პროტესტის ის ფორმაა, მწვავე, არაძალადობრივი, რომელიც არ შედის რეჟიმის გეგმებში, მაგრამ შედის ამ ქვეყნის მომავლის გეგმებში და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შუალედური ამოცანა მხოლოდ უახლოეს პერიოდში შესასრულებელი და გადასაწყვეტია, რომელიც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის დახსნას საპყრობილიდან...

...ყველა ვაცნობიერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დახსნასთან ერთად ჩვენი ამოცანაა გადავწყვიტოთ საკითხი, რა გვინდა ვიყოთ, დასავლური სახელმწიფო თუ რუსეთის უკანა ეზო. იმასაც ვაცნობიერებთ, რომ მიხელ სააკაშვილის პატიმრობა არ არის მხოლოდ ივანიშვილის პირადი შურისძიება მის წინააღმდეგ, არამედ ის არის ძღვენი პუტინთან და ეს ძღვენი არის ივანიშვილის მხრიდან გაკეთებული პუტინის საამებლად, მაგრამ არაუშავს, დიდი გამარჯვებები ასე მოდის, დიდი ძალისხმევის, მოთმენის და არაძალადობრივი, ხანგრძლივი მწვავე პროტესტით, ამიტომ გეგმა უცვლელია გამარჯვებამდე.

ხვალ ჩვენ შევიკრიბებით 2 გეოგრაფიულად კვლავ განსხვავებულ წერტილში, თბილისში, 300 არაგველის მეტროსთან დღის 2 საათზე და ამავე დროს 2 საათზე დიდუბის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრძოლა გამარჯვებამდე, ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე, - ამბობს მელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი