"მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენი და სამარცხვინო გადაწყვეტილების მიზანი აშკარად იყო პოლიტიკური დამცირება, დაშინება, რევანში ამ კრიმინალური კულტურის, რომელსაც ეყრდნობა ივანიშვილის რეჟიმი. დღევანდელი კადრები კი გაგრძელებაა ამ ყველაფრის, რომელიც ქვეყნის შიგნით შავბნელ ძალებს და ქვეყნის გარეთ ჩვენი ქვეყნის მტრებს ახარებს და აქ პრეზიდენტის პერსონაზე კი არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ქვეყნის ინტერესებზე, სამოქალაქო მშვიდობასა და ქვეყნის მომავალზე."
აცხადებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის კადრების კომენტირებისას.