"სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, მე შიმშილობას არ ვწყვეტ" - ამის შესახებ პარტია "დროას" მოშიმშილე ლიდერი, ელენე ხოშტარია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. ამბობს, რომ დღეს კრიზისის აღმოფხვრის გასაღები "ქართული ოცნების" ხელშია.
ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა მისი მხრიდან, რომ ის ემორჩილება სტრასბურგის გადაწყვეტილებას. მე დილით ვსაუბრობდი, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებამ შექმნა ყველასთვის შესაძლებლობა რომ გამოვიდეთ ამ უმწვავესი კრიზისის ფაზიდან, რომ გამოვიდეთ მეტნაკლებად ზიანის გარეშე. ზიანი უკვე მიყენებულია, მაგრამ ნაკლები ზიანით გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან.
მიხეილ სააკაშვილმა ეს შანსი გამოიყენა, მან გადადგა ეს ნაბიჯი და მან ჩამოაყალიბა ძალიან მკაფიო პოზიცია. ის წყვეტს შიმშილობას ძალიან კონკრეტული და ლეგიტიმური მოთხოვნების დათქმით. ეს არის სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა...
მე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მიხეილს ჩემს მიმართ მომართული სიტყვებისთვის. მე მესმის და ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი. ნებისმიერი ადამიანის შიმშილი მძიმე სანახავი და საყურებელია... მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითებით, გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ... სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, მე შიმშილობას არ ვწყვეტ, - ამბობს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარია უკვე 9 დღეა, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტის შენობაში შიმშილობს.
იხილეთ ასევე:
მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობის პროცესი - მიხეილ სააკაშვილი