გიორგი გახარია პრემიერობიდან მიდის - "გავრილოვის ღამის" ავტორის გაშვებას ოლიგარქი სისხლისღვრის წლისთავამდე გეგმავს

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარია პრემიერობიდან მიდის. "მთავარი არხის" ინფორმაციით, საკადრო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მისი სისრულეში მოყვანა მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია. სისხლიანი "გავრილოვის ღამის" ავტორის გაშვებას ბიძინა ივანიშვილი სწორედ სისხლისღვრის წლისთავამდე, ანუ  20 ივნისამდე გეგმავს.

ცნობილია, რომ ივანიშვილმა და გახარიამ პრემიერის გადადგომის პირობები პირისპირ საუბრისას განიხილეს. დაძაბული შეხვედრის შემდეგ მთავრობის მეთაურმა ოლიგარქის რეზიდენცია უკმაყოფილომ დატოვა. 

"ქართული ოცნების" ლიდერები გახარიას გათავისუფლებას კატეგორიულად უარყოფენ. ისინი ამტკიცებენ, რომ სამთავრობო ცვლილებები მხოლოდ მედიის მიერ გამოგონილი ამბავია. 

მმართველი გუნდის ყოფილი წევრები კი ამბობენ, რომ ახალი საკადრო გადადგილებები არჩევნებს უკავშირდება. მათი თქმით, ივანიშვილი გახარიას მოიშორებს. მასვე დააბრალებს ეკონომიკურ კრიზისს და იმავდროულად, საარჩევნო სიებში მისი ფრთის ქვეშ შექმნილი კლანების თემასაც ამოწურავს.  

გიორგი გახარიას სავარაუდო შემცვლელების სია არც ისე მოკლეა. სახელდება სამი ძირითადი კანდიდატი - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი