კადრები, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტისა და სახელმწიფოს ღირსების შელახვას თავად ღირსებაშემოცლილი გუნდი ცდილობს, სტრასბურგის პრიორიტეტულ საქმეს დაერთვება. ეს არის თავად ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული მტკიცებულება, რომელიც "ქართული ოცნების" რეალურ გეგმებს ხდის საჯაროს - მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მძევალი და პუტინ-ივანიშვილის შურისძიების სამიზნეა!
მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებას ავალდებულებს უზრუნველყოს მესამე პრეზიდენტის სრულფასოვანი და ადეკვატური მკურნალობა და დაიცვას მისი უსაფრთხოება, მინისტრი ბრეგაძე და მმართველი გუნდი ამ შემთხვევაშიც ცდილობენ საკუთარი არარსებული სიმართლის დამტკიცებას.
რეალობა კი გადაწყვეტილებაში მარტივად იკითხება - სტრასბურგი მოუწოდებს პრეზიდენტს შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლება კი ვალდებულია უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ღირსეული პირობების და უსაფრთხოების შექმნა.
იხილეთ ასევე: