ვიდეო ჩანაწერები არის “კომპილაცია“ და არ იძლევა სრულ სურათს - IDFI მიხეილ სააკაშვილის კადრებზე

გამოქვეყნდა:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანის კადრების გავრცელებას და წერს, რომ კადრები არ იძლევა სრულ სურათს. გარდა ამისა IDFI ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მოწოდების მიუხედავად, თავი შეეკავებინა კადრების გავრცელებისგან, პენიტენციურმა ეს არ გაითვალისწინა 

"ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი N18 დაწესებულებაში შესვლაზე უარს ამბობს და ითხოვს რუსთავის N12 დაწესებულებაში დაბრუნებას. 

გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები არის “კომპილაცია“ და არ იძლევა სრულ სურათს. გასათვალისწინებელია გარემოება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცდილობს შესაბამისი ვიდეოჩანაწერების მოპოვებას, თუმცა იუსტიციის სამინისტროს ინსპექტორის სამსახურისთვის ამ ჩანაწერების არსებობის შესახებაც კი არ მიუწოდებია ინფორმაცია. 

აღნიშნული კადრების გავრცელება არ ემსახურება სახელმწიფოს მიერ დასახელებულ მიზანს. მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კადრების გავრცელების რეალური მიზანი იყო პატიმრის მიმართ ძალის გამოყენების დემონსტრირება და ამ გზით საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატივისა და ღირსების შელახვა.  

ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას და შეწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ღირსების შემლახველი ქმედებების განხორციელება." ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად დღეს გაავრცელა. მასალაში კარგად ჩანს მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან. 

ამავე თემაზე:

მოვუწოდებთ პენიტენციურს, შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეო კადრების გავრცელება - საია
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი