ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლის გვირაბის კედელზე აქტივისტებმა იუსტიციის მინისტრ ბრეგაძისა და გიგა ორდენიძის, ე.წ. ჩიტოს პლაკატები გააკრეს წარწერით - კლავს.
ამით აქტივისტებმა პროტესტი დააფიქსირეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლების ქმედებებზე. უფრო კონკრეტულად კი მესამე პრეზიდენტის მიმართ საპატიმროში, არაადამიანურ მოპყრობაზე.
შეგახსენებთ, სავარაუდოდ სწორედ გიგა ორდენიძეა პენიტენციურის ის მაღალჩინოსანი, რომელმაც მესამე პრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას დამამცირებლად მიმართა - "ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში"
ამავე თემაზე: