ქართული ოცნება საპარლამენტო სიის ჩამოყალიბებას იწყებს. მმართველი პარტიის ოფისში დილიდან რეგიონული ლიდერები იკრიბებოდნენ, რაც ნიშნავს, რომ დღეს ქართული ოცნების მთავარი ამოცანა და პრობლემა მაჟორიტარები არიან. ბიძინა ივანიშვილი დღეს, სავარაუდოდ არ ესწრებოდა ოცნების ოფისში გამართულ შეხვედრებს.
30 მაჟორიტარობის კანდიდატი ივლისის შუა რიცხვებამდე უნდა იყოს დასახელებული, დღეს კი მხოლოდ რამდენიმე მათგანის სახელია ცნობილია.
ქართული ოცნება რეგიონულ ლიდერებს რიგრიგობით იბარებს. დღეს თბილისში ზუგდიდის მერი და ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარები იყვნენ ჩამოსული. ისინი შეხვედრის შენაარსზე კომენტარს არ აკეთებენ.
ხვალ იწყება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა, რომელთა მიღების შემთხვევაშიც სწორედ მაჟორიტარული ადგილები იქნება საპარლამენტო დაფაზე პოზიციის დაკავებაში გადამწყვეტი ფაქტორი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია გიორგი რურუას პატიმრობის პირობებში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არ აპირებს.