პროტესტი გრძელდება - ოპოზიციის აქცია დღეს თბილისში 2 ლოკაციაზე გაიმართება

გამოქვეყნდა:

"ბრძოლა გამარჯვებამდე" - ოპოზიცია საპროტესტო აქციებს აგრძელებს. ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები დღეს, 14:00 საათზე, ერთდროულად ორ ლოკაციაზე შეიკრიბებიან.

ამჯერად აქციები მეტროსადგურების - "სამასი არაგველისა“ და "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარდება. 

"ხვალ ჩვენ შევიკრიბებით 2 გეოგრაფიულად კვლავ განსხვავებულ წერტილში, თბილისში, 300 არაგველის მეტროსთან დღის 2 საათზე და ამავე დროს 2 საათზე დიდუბის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრძოლა გამარჯვებამდე, ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული არჩევნების დაბრუნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი