ქვეყნის 6 ქალაქში, სუს-ის ოფისები ბლოკირებულია - "გირჩი- მეტი თავისუფლება"

გამოქვეყნდა:

ამ მომენტისთვის ექვს ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში, სუს-ის ოფისები ბლოკირებულია გირჩი მეტი თავისუფლების მიერ.

მათი ინფორმაციით, ყველა შენობის შესასვლელი ბლოკირებულია სატრანსპორტო საშუალებებით. "გირჩი" ითხოვს:

  • 1. სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას
  • 2. რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე
  • 3. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

უსაფრთხოების სამსახურებთან მობილიზებულია პოლიცია.

უფრო კონკრეტულად კი, ქუთაისში სუს-ის  შესასვლელი ჩაკეტილი აქვს  ვიცე-მერობის ყოფილ კანდიდატს, იმედა კლდიაშვილს. ის ამ დროისთვის საკუთარ ავტომობილში იმყოფება, საიდანაც გადმოსვლასაც არ აპირებს და არც კომენტარს აკეთებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი