საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი "ტვიტერზე" ეხმაურება რუსული პროპაგანდისტული მედიის სიხარულს, რომელსაც ისინი მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის მიმართ გამოხატავენ და წერს:
„რუსებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! დანარჩენ საქართველოს კი აერთიანებს „ოპრიჩნინას“ მიმართ ზიზღი, რომელიც ამდენად უცხოა ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ერისთვის,“- წერს გიორგი მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად გადაყვანისა და შეყვანის კადრები გუშინ, 11 ნოემბერს გაავრცელა. კადრებში კარგად ჩანს, ბადრაგის თანამშრომლების მხრიდან, არაადამიანური მოპყრობა მესამე პრეზიდენტის მიმართ.